სკოლის შესახებ


150 სკოლის ემბლემა

150-ე საჯარო სკოლის ემბლემა

წლების წინ სკოლა „რკინიგზის №1“ „ცინცაძის“ სკოლის სახელით იყო ცნობილი. წლების განმავლობაში მას სათავეში ედგა ცნობილი პედაგოგი ალექსანდრე ცინცაძე.

ჩვენს სკოლაში აღიზარდნენ შემდეგი ცნობილი მეცნიერები, მწერლები, მხატვრები, მსახიობები, მუსიკოსები და, უბრალოდ, ქვეყნის ღირსეული მოქალაქეები, რომლებიც ალამაზებენ თბილისს და შიეძლება თამად ითქვას, ქმნიან ჩვენი ქვეყნის ისტორიას.

სკოლაში მუშაობს გამოცდილი და მაღალი პროფესიონალიზმით აღჭურვილი პედაგოგიური კოლექტივი, რომელსაც ხელმძღვანელობს ბატონი სერგო დურგლიშვილი.

სკოლის პრიორიტეტებია

  • სწავლასა და ცოდნაზე ორინეტირებული უსაფრთხო გარემო
  • მოსწავლეებში ნიჭისა და შემოქმედებითობის ხელის შეწყობა და განვითარება
  • მოსწავლეების პატრიოტ და ღირსეულ მოქალაქეებად სწავლა ჩამოყალიბება
  • გლობალიზაციის პროცესში ღირსეული და აქტიური ინტეგრირებისთვის შესაბამისი თანამედროვე ტექნოლოგიების დაუფლება და საჭირო უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება.

სკოლის გარემო

  • სკოლას ემსახურება დაცვისა და მანდატურთა სამსახური, ექიმის კაბინეტი.

    150 სკოლის ემბლემა

    150-ე საჯარო სკოლის ერთ-ერთი ყველაზე სახელოვანი დირექტორი - ბატონი ალოშა ცინცაძე.

  • შენობის ოთხ სართულზე განლაგებულაი დიდი და ნათელი საკლასო ოთახები.
  • კლასებში მოსწავლეთა რაოდენობა 20-25 მოსწავლითაა განსაზღვრული.
  • კლასები არ არის დაკომპლექტებული მოსწავლეთა სიძლიერის, შესაძლებლობების პრინციპით. სხვადასხვა ნიჭისა და ცოდნის ახალგაზრდები ერთმანეთს გაკვეთილზე ავსებენ, ეხმარებიან ახალი გამოცდილების შეძენაში.
  • სკოლას აქვს საკუთარი სტადიონი ხელოვნური საფარით, სპორტული დარბაზი, ბუფეტი, ბიბლიოთეკა, საკონფერენციო და საკონცერტო დარბაზები. ფიზიკის, ქიმიისა და ბიოლოგიის კლას-კაბინეტები.
  • სკოლაში მოქმედებს გახანგრძლივებული ჯგუფი, მუსიკალური სტუდია, ქართული ხალხური და გიტარის წრეები. უცხო ენების (ინგლისური, რუსული) შესწავლა პირველი კლასიდან.
  • სკოლა აქტიურადაა ჩაბმული სახელმწიფო და საქალაქო ოლიმპიადებში, კონკურსებსა და სპორტულ შეჯიბრებში, სადაც მოსწავლეებს უამრავი წარმატება და ჯილდო აქვთ მოპოვებული.
  • სკოლა ცხოვრობს აქტიური შემოქმედებიტი პროცესით, რასაც ადასტურებს სასწავლო პროცესში მოსწავლეთა მიერ შექმნილი უამრავი პროექტი, ასევე მაღალ დონეზე მოწყობილი

შემოქმედებითი და ლიტერატურული საღამოები, შემეცნებითი კონფერენციები, ექსკურსიები.

სკოლაში სწავლება ერთცვლიანია. სწავლებაში მოიაზრება  არა ერთი კონკრეტული გზის გავლა ,არამედ მასწავლებლის და მსოწავლის მიერ ერთობლივად შერჩეული ოპტიმალური ვარიანტის  ძიება.

ჩვენს სკოლაში მთავარია არა მხოლოდ ცოდნის ოდენობა, არამედ ხარისხი.