სანდრო ჩიხლაძე


არსებობენ ადამიანები, რომლებიც ბავშვობიდან გაითავისებენ თავის მისიას, თუ რისთვის არიან მოსულები ამ ქვეყნად და ზრდასრული ადამიანებივით აზროვნებენ.

იგი მხოლოდ ცამეტი წლის იყო, მაგრამ ხანდახან ისე ბრძნულად ახსნიდა ცხოვრების არსს, ადამიანის ამქვეყნიურ მოვალეობას. გეგონებოდათ ერთხელ უკვე გამოეცადა ეს ცხოვრება და მეორედ მოსულაო. მუდამ ხალისიანი და ტკბილად მომღერალი სანდრო არასოდეს ამბობდა უარს ნებისმიერ თხოვნაზე. სკოლაში, “მართვეში” და ყველგან, სადაც კი ის დადიოდა, სადაც მას იცნობდნენ, იყო საღად მოაზროვნე, ბეჯითი, ერთგული, იუმორის მოყვარული და ამავე დროს ბავშვური ბუნების. ალალი, თუმცა მოუსვენარი, თითქოს ყველაფრის მოსწრება სურდა და რაღაცას ჩქარობდა… ალბათ მოკლე ცხოვრების მანძილზე სურდა, რომ თავისი მისია შეესრულებინა.

 

 

                          სანდრო
ციდან ეპკურება ცრემლების ნაკადი,
ტირის მზე, ტირის ცისფერი ცა,
რატომ გაგვიფრინდი ასე ახალგაზრდა?!
ფრთამოტეხილი დატოვე ძმა!
თითქოს მეხის ხმის გავარდნას გავდა ის საშინელი ხმა,
თითქოს დამთავრდა იმ დღეს ყველაფერი,
თითქოს ანგელოზს მოსწყვიტეს ფრთა,
ქრება, ინთება მრავალი სანთელი,
ქრება იღვენთება თან,
ხან წვიმა წამოვა შენი სახელით,
და ქარი დაიკვნესებს ხან!
ო, სანდრო, ყველასთვის თბილო და ტკბილო,
სიბერე არ გეწერა შენ,
სულ ახალგაზრდად რომ დარჩენილიყავ,
ასეთი ებენე ღმერთს!

                                                                            (მაია გელოვანი)