ოლიმპიადა ჩატარდება 2012 წლის 10,11, 17,18, 24,25,  31 მარტს ინგლისურ ენაში.

ოლიმპიადაში მონაწილეობის შესაძლებლობა აქვთ მოსწავლეებს მე-3 კლასიდან მე-12 კლასის ჩათვლით. ყველა წარმატებულ მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი, ხოლო საპრიზო ადგილზე გასულ მოსწავლეებს – გამარჯვებულის სერტიფიკატი და ფასიანი საჩუქრები.

სერტიფიკატები გადაეცემათ აგრეთვე მასწავლებლებსა და სკოლებს მოსწავლეთა აქტიურობისა და წარმატებული შედეგებისთვის.

ოლიმპიადის მონაწილეები, (14 წლის ასაკიდან) მიიღებენ 15 % -იან დაფინანსებას გერმანიის პრესტიჟულ უნივერსიტეტებში ამერიკულსა და გერმანულ სექტორში ინგლისური და გერმანული ენების საზაფხულო კურსებზე. კურსის დასრულების შემდეგ მონაწილენი მიიღებენ ევრო კომისიის საერთო სარეკომენდციო საბჭოს მიერ დადგენილ შესაბამისი დონის საერთაშორისო ენის დიპლომს.

რეგისტრაცია იწარმოებს  24, 25, 26 თებერვალს (პარასკევიდან კვირის ჩათვლით) 11.00 დან 17.00 მდე მისამართზე: პოლიტკოვსკაიას 10,  I სართული.

კომენტარები - 0