2


დავიბადე ქალაქ თბილისში. დავამთავრე ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტი. სწავლის დამთავრებისთანავე დავიწყე პედაგოგიური საქმიანობა. 1989 წლიდან ვმუშაობ 150-ე საჯარო სკოლაში ქიმიის პედაგოგად. ვცდილობ გაკვეთილზე მაქსიმალურად დავიხარჯო, ამავე დროს ვიყო ობიექტური და მომთხოვნი.  მე მიყვარს ჩემი საგანი და ვცდილობ ბავშვებსაც გავუღვივო ინტერესი მისადმი. ჩემი ჰობია მუსიკა, ძალიან მიყვარს ფორტეპიანოზე დაკვრა და სიმღერა. საყვარელი კომპოზიტორები არიან: ენიო მორიკონე, პეტრე ჩაიკოვსკი, ფრედერიკ შოპენი.

გამოქვეყნების თარიღი - 16.01.2012 ჩანაწერის ავტორი -