1

გახლავართ მარიამ ბაგრატიონ-დავითაშვილი ქართველი, თბილისელი, ხელოვნებამცოდნე. დავამთავრე უნივერსიტეტი, მაშინ, როდესაც სიტყვა „ჯავახიშვილის“ დამატება საჭირო არ იყო. პედაგოგობა ჩემთვის გენეტიკური უკურნებელი სენია, ეს ის შემთხვევაა, როდესაც მედიცინა და ბუნების ძალებიც კი უძლური აღმოჩნდა, ამიტომ მრავალი წელია ვარ პედაგოგი, თანაც არა მარტო პრაქტიკოსი. საკუთარი გამოცდილებით ვადასტურებ,რომ სკოლის პედაგოგობა ათგზის უფრო რთულია, ვიდრე უმაღლესი სასწავლებისა. მე წილად მხვდა სიამოვნება, გავაცნო ახალგაზრდებს ადამიანის მოღვაწეობის საუკეთესო მხარე,მშვენიერება რაც მას შეუქმნია. ჩემს უმთავრეს მოვალეობად მიმაჩნია გავაგებინო მოსწავლეებს არსი ხელოვნების, მიზეზები თუ რატომ შექმნა ამა თუ იმ ხელოვანმა, ის რაც შექმნა, რომ ხელოვება და ზოგადად კულტურა საზოგადოების და შემოქმედის მოღვაწეობის სხვადასხვა ურთიერთქმედების სხვადასხვა ასპექტის ურთიერთქმედების შედეგებია. მიყვარს ყველაფერი გიჟური ანუ: საქართველო, ფიროსმანი, ავთო ვარაზი, კაკაბაძე, ქართული ფრესკა, ლეონარდო, მატისი, მოცარტი, შოსტაკოვიჩი, ზეპელინი, დიზი, გელეპსი, ზაპა ,ქართული ფოლკლორი და მთა.

გამოქვეყნების თარიღი - 29.01.2012 ჩანაწერის ავტორი -
0

Lala Soseliaდავიბადე ქალაქ თბილისში. დამთავრებული მაქვს ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია. წლების განმავლობაში ვმუშაობდი სხვადასხვა სკოლებში მუსიკის პედაგოგად. 1981 წლიდან 2000 წლამდე ვმუშაობდი პირველი მაისის რაიონის განათლების განყოფილებაში ინსპექტორ-მეთოდისტად.

1997 წელს განათლების განყოფილების მათოდური სამსახურის რესტრუქტურიზაციასთან დაკავშირებით მონაწილეობა მივიღე თანამშრომელთა შესარჩევ კონკურსში. საჭირო ხმების მოგროვების შედეგად ხელშეკრულების საფუძველზე ხუთი წლის ვადით დავინიშნე დიდუბის რ–ის განათლების განყოფილების მეთოდური უზრუნველყოფის ცენტრში, ამღრზდელობითი მუშაობის მეთოდისტ–ორგანიზატორად, სადაც ვიმუშავე  2000 წლამდე სამსახურის ლიკვიდაციამდე.

2000 წლიდან დღემდე ვმუშაობ 150–ე საჯარო სკოლაში. 2010 წელს მონაწილეობა მივიღე ევროსაბჭოს პროგრამაში “უსაფრთხო სკოლა”. მიღებული მაქვს სერთიფიკატი. მიყვარს მუსიკა და ბუნება. ჩემი მიზანია მოზარდებს გამოვუმუშაო ხარისხოვანი მუსიკისადმი და საერთოდ ხელოვნებისადმი ინტერესი და სიყვარული

გამოქვეყნების თარიღი - 23.01.2012 ჩანაწერის ავტორი -
1

თეა გამხიტაშვილიდავიბადე 1977წლის 10 ივლისს ქ. თბილისში მ.წინამძღვრიშვილის  115

ვსწავლობდი 24-ე სკოლაში 1983-1994 წ.წ.

1994 წელს ჩავირიცხე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და 1999 წელს დავამთავრე ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ პროფესიათა ფაკულტეტი სპეციალობით დეკორატიული ქსოვილები. სახელმწიფო საგამოცდო კომისიის გადაწყვეტილებით მომენიჭა მხატვარ-დეკორატორის (ქსოვილების) კვალიფიკაცია.

2000 წლიდან დღემდე ვმუშაობ 150-ე საჯარო სკოლაში პედაგოგად.

გამოქვეყნების თარიღი - 12.01.2012 ჩანაწერის ავტორი -