6

 …არასოდეს  ვამბობ,  არასოდეს… ვთვლი,  რომ  ცხოვრება  მშვენიერია!!!   მიყვარს  სიახლეები,  მოგზაურობა,  გაზაფხული,   პოეზია,  ხელოვნება,  ყველაფერი  სალონური,  მახარებს  სხვისი  წარმატება,   თავისუფალ  დროს   ვატარებ  მეგობრებთან  ერთად   ან   ვკითხულობ.  მაოცებენ  ადამიანები,  რომლებიც  დროს  უსწრებენ,   მიტაცებს  მუსიკა,  კულინარია  და  თანამედროვე  დიზაინი. ვარ  გურმანი, ვმღერი,  ვუკრავ,  ვქსოვ,  ვკერავ.   ივ.  ჯავახიშვილის   სახელობის  თსუ-ში,  ისტორიის  ფაკულტეტზე   სწავლისას__ სტუდენტობიდანვე   შევუდექი  პედაგოგიურ  საქმიანობას,  ვაფასებ  ჩემი  კოლეგების  შრომას,    ძალიან  მიყვარს ბავშვები,   მათთან  თბილი,  მეგობრული,   

გამოქვეყნების თარიღი - 12.01.2012 ჩანაწერის ავტორი -
4

დავიბადე ქალაქ საჩხერეში 1975 წლის 3 მარტს. ამჟამად ვცხოვრობ ქალაქ თბილისში. 1998 წელს დავამთავრე ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი,ისტორიის ფაკულტეტი. 1999-2007 წლებში ვმუშაობდი ისტორიის მასწავლებლად მე-7 გიმნაზიაში, ხოლო 2007 წლიდან დღემდე ვასწავლი 150-ე საჯარო სკოლაში. მუდმივად ვცდილობ კვალიფიკაციის ამაღლებასა და საკუთარი პროფესიონალიზმის განვითარებას, ამიტომაც 2002-2007 წლებში ვიყავი „ფონდ ღია საზოგადოებაში“ კარლ პოპერის  დებატების პროგრამის მწვრთნელი. ამ პერიოდის განმავლობაში ჩემმა  გუნდებმა წარმატებას მიაღწიეს და პრიზებიც მოიპოვეს. ხშირად ვიღებ მონაწილეობას სხვადასხვა პროგრამებში და გავდივარ სხვადასხვა ტრენინგებს.

გამოქვეყნების თარიღი - 09.01.2012 ჩანაწერის ავტორი -