1

დავიბადე  თბილისში.  დავამთავრე  თბილისის  უცხო  ენათა  პედაგოგიური  ინსტიტუტი.  2004 წელს გავიარე  კვალიფიკაციის ამაღლების  კურსები  მასწავლებელთა  დახელოვნების  ინსტიტუტში.

2009 წლიდან   ვმუშაობ  თბილისის 150-ე   საჯარო  სკოლაში  რუსული  ენის  მასწავლებლად.

2010 წლის  ივლისში  წარჩინებით   ჩავაბარე  სასერტიფიკაციო  გამოცდა  რუსულ  ენაში.

მიყვარს  ჩემი  საგანი.  მინდა   რომ   ჩემი  მოსწავლეები  კარგად  დაეუფლონ  რუსულ   ენას.  ვცდილობ    ბავშვებს  გავაცნო   რუსი  კლასიკოსები  და  შევაყვარო  მათ   რუსული   ლიტერატურა.

გამოქვეყნების თარიღი - 12.01.2012 ჩანაწერის ავტორი -
4

დავიბადე ქ.თბილისში. ვსწავლობდი I რკინიგზის სკოლაში. პუშკინის სახელობის  პედაგიურ ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ  დავიწყე მუშაობა ჩემს ყოფილ სკოლაში. ეს განაპირობა ჩემმა დიდმა სიყვარულმა ბავშვებისადმი. ძალიან მიყვარს ჩემი პროფესია, ჩემი საგანი და ვცდილობ ბავშვებსაც შევაყვარო იგი. მიუხედავად დღევანდელი დამოკიდებულებისა რუსული ენისადმი, ვცდილობ ბავშვებს გავაცნო რუსი კლასიკოსები, შევაყვარო ისინი, რადანაც ნათქვამია: ,,რამდენი ენაც იცი, იმდენი კაცი ხარო’’.

მოსწავლეებთან მაქვს ჰარმონიული ურთიერთობა და ვცდილობ  სიყვარული სიცოცხლის ბოლომდე გავაყოლო მათ.

გამოქვეყნების თარიღი - 10.01.2012 ჩანაწერის ავტორი -