0

დავიბადე ქ. ყვარელში, 1970 წელს. ძალიან მიყვარს და ვამაყობ ჩემი კუთხით, რადგან ის მრავალი ქართველი საზოგადო მოღვაწის აკვანია. დავამთავრე ილია ჭავჭავაძის სახელობის პირველ საშუალო სკოლა.
სწავლა განვაგრძე სულხან-საბა ორბელიანის სახელობის პედაგოგიურ უნივერსიტეტში ქიმია-ბიოლოგიის სპეციალობით.
ამჟამად ვმუშაობ ქ.თბილისის 150-ე საჯარო სკოლაში ბიოლოგიის მასწავლებლად.თავად სამი შვილის დედა ვარ და კარგად ვიცი ბავშვის ფსიქოლოგია.მივიჩნევ, რომ მასწაველბელს სპონტანურად უჩნდება შეთავსებადი პროფესიაც-მოსწავლის ფსიქოლოგიის შესწავლა.

გამოქვეყნების თარიღი - 05.09.2012 ჩანაწერის ავტორი -
7

მანანა ხუციშვილიდავიბადე 1947 წლის 19 თებერვალს ქალაქ თბილისში. 1965 წელს დავამთავრე თბილისის რკინიგზის №1 საშუალო სკოლა. 1970 წელს წარჩინებით დავამთავრე თსუ – ბიოლოგიის ფაკულტეტი, სპეციალობით ადამიანის და ცხოველთა ფიზიოლოგია. განაწილებით ვმუშაობდი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიოლოგიის ინსტიტუტში, ბიოფიზიკის ლაბორატორიაში უმცროს მეცნიერ მუშაკად.1980 წლიდან ვეწევი პედაგოგიურ მოღვაწეობას. ვმუშაობდი თბილისის სხვადასხვა სკოლებში ქიმიისა და ბიოლოგიის მასწავლებლად. მუშაობის პერიოდში მიღებული მაქვს საპატიო სიგელები და მადლობის ფურცლები.

გამოქვეყნების თარიღი - 10.01.2012 ჩანაწერის ავტორი -
10

დავიბადე 1964 წლის 23 მარტს ქ. თბილისში პედაგოგის ოჯახში. ვმუშაობ თბილისის 150-ე საჯარო სკოლაში ბუნების მასწავლებლად. ძალიან მიყვარს ბუნება. შემოვლილი მაქვს საქართველოს თითქმის ყველა კუთხე და მისი ღირშესანისნავი ადგილები. ჩემი გაკვეთილები ძალიან მრავალფეროვანია და ამიტომაც  უყვართ მოსწავლეებს  . ვარ ობიექტური,  გაკვეთილზე მოსწავლეს საშუალება ეძლევა გამოავლინოს თავისი შემოქმედებითი შესაძლებლობები. ჩემი მიზანია აღვზარდო განათლებული თაობა.

გამოქვეყნების თარიღი - 09.01.2012 ჩანაწერის ავტორი -