11
Natela Chivadze

ნათელა ჩივაძე

დავამთავრე ქალაქ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ფილოლოგიის ფაკულტეტი, ქართული ენისა და ლიტერატურის განხრით. 1979-1988 წლებში ვმუშაობდი  თბილისის 24 სპტ–ში  ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელად. 1988 წლიდან დღემდე კი 150-ე საჯარო სკოლაში.

ჩვენი დიდი ისტორია  და მდიდარი ლიტერატურა, მასთან ერთად ბავშვების უდიდესი სიყვარული გვავალებს ჩემი დარგის პედაგოგს იყო უაღრესად აქტიური, რომ ეს ყველაფერი გააცნო ახალგაზრდებს და გააცნობიერებინო „ვისი გორისანი“ არიან. ამისათვის მუშაობის  საუკეთესო საშუალებად კლასგარეშე მუშაობა მიმაჩნია. ამ მიზნით  ჩატარებული მაქვს შემდეგი ლიტერატურული საღამო:

გამოქვეყნების თარიღი - 24.10.2012 ჩანაწერის ავტორი -
3

მადონა გაჩეჩილაძე-დავითაშვილიდავიბადე საქართველოს უმშვენიერეს და უძველეს ქალაქ ქუთაისში.
სიყვარულითა და პატივისცემით გავაგრძელე წინაპართა უსაყვარლესი საქმიანობა და გავხდი ქართული ენის,ლიტერატურის და გერმანული ენის მასწავლებელი.
მიუხედავად ჩემი ასაკისა ახალგაზრდული ინტერესითა და სიყვარულით ვემსახურები არჩეულ პროფესიას ყოველდღიურად ვზრუნავ საკუთარ განათლებაზე.

გამოქვეყნების თარიღი - 10.01.2012 ჩანაწერის ავტორი -
15

დავიბადე ქ. თბილისის ძველ უბანში. დღემდე ვცხოვრობ აღმაშენებლის გამზირზე, რომელიც ძალიან მიყვარს.დამთავრებული მაქვს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. უნივერსიტეტის დამთავრების თანავე დავიწყე მუშაობა ქ.თბილისის 150–ე საჯარო სკოლაში. ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად. ძალიან მიყვარს ჩემი პროფესია,ბავშვები, ჩემი საგანი და ვცდილობ ეს სიყვარული ჩემს მოსწავლეებსაც გადავცე.

გამოქვეყნების თარიღი - 05.01.2012 ჩანაწერის ავტორი -