1

დავბადებულვარ 1954 წლის 19 მაისს გურიის ულამაზეს სოფელ ზემოსურებში.

იქვე დავამთავრე საშუალო სკოლა და სწავლა განვაგრძე ბათუმის პედაგოგიურ ინსტიტუტში, დაწყებითი განათლების პედაგოგიკისა და მეთოდიკათა ფაკულტეტზე.

მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება (36 წელი) სკოლაში გავატარე, ბავშვებს მივუძღვენი და როცა ვაანალიზებ გასულ წლებს, ჩემს თავს ვეკითხები, რამ შემაძლებინა ეს, დაუფიქრებლად ვპასუხობ: ეს ბავშვების დიდი სიყვარულია.!

ყოველთვის ვცდილობ მქონდეს მეგობრული ურთიერთობა ჩემს მოსწავლეებთან, ვიყო მათი თანატოლი, არ ვაყენებ მათ პიროვნულ შეურაცყოფას, ვცდილობ არ შემეშალოს მათთან ურთიერთობაში, მაგრამ თუ მაინც რაღაც შემეშალა აუცილებლად ვაღიარებ და ბოდიშს ვუხდი.

ვცდილობ ყველა ჩემი გაკვეთილი იყოს შემოქმედებითი და საინტერესო, ვითვალისწინებ სიახლეებს, ხშირად ვატარებ ვიქტორინებს, პოეზიის საღამოებს, ჩემი მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობენ “კენგურუ”-სა და “ევერესტი”-ის კონკურსებში.

გამოქვეყნების თარიღი - 11.01.2012 ჩანაწერის ავტორი -
6

დავიბადე ქ.ცხინვალში, 1966 წელს. დავამთავრე პედაგოგიური ინსტიტუტი. ვარ დაწყებითი კლასების პედაგოგი. ვმუშაობ ქ.თბილისის 150-ე საჯარო სკოლაში, დაწყებითი კლასების მასწავლებლად. ჩაბარებული მაქვს სასერთიფიკაციო გამოცდა პროფესიულ უნარებში. მიყვარს ჩემი საქმე, ვარ მიზანდასახული, აქტიური მასწავლებელი. მაინტერესებს ყველა სიახლე. ბავშვებთან მუშაობა უდიდესი ბედნიერებაა. სიყვარულით ვეხმარები შეიცნონ გარე სამყარო, ვასწავლი როგორ ისწავლონ და იაზროვნონ. ჩემი მიზანია აღვზარდო თანამედროვე, განათლებული,  პატრიოტი მომავალი თაობა.  ვამაყობ, რომ ვარ პედაგოგი და ვიქნები მარად ახალგაზრდა!

 

გამოქვეყნების თარიღი - 10.01.2012 ჩანაწერის ავტორი -
6

დაწყებითი კლასების მასწავლებლობა დიდი და სასიამოვნო ტვირთია, რადგან პატარების ცხოვრებით უნდა იცხოვრო, მუხლჩაუხრელად უნდა მუშაობდე, ასწავლო მათ სამშობლოსა და ადამიანების სიყვარული. ჩემო აღსაზრდელებო მხოლოდ სამ სიტყვას გეტყვით ,,გიყვარდეთ კაცნო ერთმანეთი! შენ გგონია, საკვირველს, ახალს რასმე გასწავლი ან ვასწავლი ქვეყანას?“ ,,ხოლო ამ სიტყვებს განსაკუთრებული ყურადება უნდა მიექცეს“ ,,პირველი მცნება ეს უნდა იყოს“. ,,ის პატარა ბუშტი ლეშისა,რომელსაც თქვენ გულს ეძახით, იქცეს ერთ, მხოლოდ ერთ სიტყვად–გიყვარდეთ’’.

გამოქვეყნების თარიღი - 10.01.2012 ჩანაწერის ავტორი -
1

 მე, ციალა დეკანოსიძე დავიბადე ქ. თბილისში დავამთავრე 1-საშ. სკოლა. 1966 წელს ჩავაბარე მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის მე-IV-ე მუსიკალურ სასწავლებელში, ფორტეპიანოს განხრით, რომელიც დავამთავრე 1970-წელს. 1971-წელს ჩავირიცხე ა.ს. პუშკინის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში. 1979 წელს დავიწყე მუშაობა მოსწავლეთა მხატვრულ აღზრდის სახლში, ფორტეპიანოს პედაგოგად სადაც ვიმუშავე 1986-წლამდე. 1986 წლიდან ვმუშაობ 150-თე საჯარო სკოლაში, დღემდე მუსიკის პედაგოგად. ძალიან მიყვარს ჩემი სპეციალობა და ვცდილობ ბავშვებსაც შევაყვარო.

             ჩემი ჰობია; ხატვა, ქარგვა და მინანქარზე მუშაობა. მყავს ოჯახი დედა, მეუღლე, შვილი, რძალი და შვილიშვილი

გამოქვეყნების თარიღი - 09.01.2012 ჩანაწერის ავტორი -