0

განათლება

  • 2000 – 2003 წლებში თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო ინსტიტუტი, ფინანსებისა და კრედიტების ფაკულტეტი, მინიჭებული კვალიფიკაცია – ეკონომისტ-მენეჯერი.
  • 1971 – 1976 წლებში თსუ, კიბერნეტიკისა და გამოყენებითი მათემატიკის ფაკულტეტი. მინიჭებული კვალიფიკაცია – მათემატიკოსი.
  • 1968 – 1971 წლებში თბილისის ვ. კომაროვის სახ. ფიზიკა-მათემატიკური სკოლა

გამოქვეყნების თარიღი - 02.09.2012 ჩანაწერის ავტორი -
0

მათემატიკის პედაგოგი

017

დამრიგებელი: 10ბ კლასი

გამოქვეყნების თარიღი - 15.08.2012 ჩანაწერის ავტორი -
4

გუშინ, დღეს, ხვალ…ნაზი მენაბდე

გუშინ…. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ სკოლაში  მასწავლებლობა მომიწევდა, მასწავლებელი, მასწავლებლობა  ჩემთვის ოცნების სფეროსაც არ განეკუთვნებოდა, ის ჩემთვის  ყოვლისმცოდნეობას ნიშნავდა და მიუღწეველი რამ იყო, მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის მხიბლავდა ნონეშვილის ლამის აფორიზმად ქცეული სიტყვები: „მასწავლებელი ზოგჯერ უშვილი, მაგრამ მრავალი ბავშვის მშობელი“.

დღესაც კი…  როცა უკვე 19 წელია მასწავლებელი ვარ, ყოველთვის ეს სიტყვები ამომიტივტივდება გონებაში მაშინაც, როცა კმაყოფილი ვარ საკუთარი მუშაობით და , მაშინაც, როცა შეცდომებს ვუშვებ.  

გამოქვეყნების თარიღი - 16.01.2012 ჩანაწერის ავტორი -
6

დავიბადე ქ. თბილისში. დავამთავრე რკინიგზის I საშუალო სკოლა(ამჟამად 150–ე). დავამთავრე ს.ს.ორბელიანის სახელობის თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტი. მათემატიკის სპეციალობით. მომენიჭა მათემატიკის,ინფორმატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის კვალიფიაცია. მუშაობა დავიწყე მშობლიურ 150–ე სკოლაში ამ სკოლისა და ბავშვების დიდი სიყვარულის გამო. ჩემი მიზანია მოსწავლეებს შევაყვარო მათემატიკა და დავანახო ამ საგნის სწავლის აუცილებლობა. ჩაბარებული მაქვს პედაგოგის პროფესიული უნარების სასერთიფიკაციო გამოცდა.

გამოქვეყნების თარიღი - 10.01.2012 ჩანაწერის ავტორი -
1

დავიბადე ქ. საჩხერეში 1972 წლის 7სექტემბერს. დამთავრებული მაქვს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო–ფიზიკის ფაკულტეტი. ჩემი საგნისა და ბავშვების სიყვარულის გამო მუშაობა დავიწყე 150–ე საჯარო სკოლაში 1996 წელს.ფიზიკის და მათემატიკის მასწავლებლად. ვცდილობ შევაყვარო და გავუღვივო ბავშვებს სიყვარული ამ საგნების მიმართ, ჩამოვუყალიბო ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი. ვარ სერთიფიცირებული პედაგოგი.

გამოქვეყნების თარიღი - 10.01.2012 ჩანაწერის ავტორი -
1
Nino Mardaleishvili

ნინო მარდალეიშვილი

დავიბადე ქალაქ თბილისში. დავამთავრე საქართველოს სახელმწიფო უნუვერსიტეტის კიბერნეტიკა–გამოყენებითი მათემატიკის ფაკულტეტი. სტუდენტობიდან ვგალობ სიონის საკათედრო ტაძარში. ვმღეროდი ჯანსუღ კახიძის გუნდსა და საქარველოს სახელმწიფო კაპელაში. პედაგოგიური მოღვაწეობის 14 წლიანი გამოცდილების მიუხედავად, მუდამ ვითვალისწინებ უფრო გამოცდილი და ღვაწლმოსილი პედაგოგების აზრს.

გამოქვეყნების თარიღი - 22.12.2011 ჩანაწერის ავტორი -