0
გამოქვეყნების თარიღი - 21.04.2015 ჩანაწერის ავტორი -
0
გამოქვეყნების თარიღი - 15.12.2014 ჩანაწერის ავტორი -
11
Natela Chivadze

ნათელა ჩივაძე

დავამთავრე ქალაქ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ფილოლოგიის ფაკულტეტი, ქართული ენისა და ლიტერატურის განხრით. 1979-1988 წლებში ვმუშაობდი  თბილისის 24 სპტ–ში  ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელად. 1988 წლიდან დღემდე კი 150-ე საჯარო სკოლაში.

ჩვენი დიდი ისტორია  და მდიდარი ლიტერატურა, მასთან ერთად ბავშვების უდიდესი სიყვარული გვავალებს ჩემი დარგის პედაგოგს იყო უაღრესად აქტიური, რომ ეს ყველაფერი გააცნო ახალგაზრდებს და გააცნობიერებინო „ვისი გორისანი“ არიან. ამისათვის მუშაობის  საუკეთესო საშუალებად კლასგარეშე მუშაობა მიმაჩნია. ამ მიზნით  ჩატარებული მაქვს შემდეგი ლიტერატურული საღამო:

გამოქვეყნების თარიღი - 24.10.2012 ჩანაწერის ავტორი -
0

ინგლისური ენის სერთიფიცირებული მასწავლებელი.

გამოქვეყნების თარიღი - 13.10.2012 ჩანაწერის ავტორი -
0

დავიბადე ქ. ყვარელში, 1970 წელს. ძალიან მიყვარს და ვამაყობ ჩემი კუთხით, რადგან ის მრავალი ქართველი საზოგადო მოღვაწის აკვანია. დავამთავრე ილია ჭავჭავაძის სახელობის პირველ საშუალო სკოლა.
სწავლა განვაგრძე სულხან-საბა ორბელიანის სახელობის პედაგოგიურ უნივერსიტეტში ქიმია-ბიოლოგიის სპეციალობით.
ამჟამად ვმუშაობ ქ.თბილისის 150-ე საჯარო სკოლაში ბიოლოგიის მასწავლებლად.თავად სამი შვილის დედა ვარ და კარგად ვიცი ბავშვის ფსიქოლოგია.მივიჩნევ, რომ მასწაველბელს სპონტანურად უჩნდება შეთავსებადი პროფესიაც-მოსწავლის ფსიქოლოგიის შესწავლა.

გამოქვეყნების თარიღი - 05.09.2012 ჩანაწერის ავტორი -
0

განათლება

  • 2000 – 2003 წლებში თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო ინსტიტუტი, ფინანსებისა და კრედიტების ფაკულტეტი, მინიჭებული კვალიფიკაცია – ეკონომისტ-მენეჯერი.
  • 1971 – 1976 წლებში თსუ, კიბერნეტიკისა და გამოყენებითი მათემატიკის ფაკულტეტი. მინიჭებული კვალიფიკაცია – მათემატიკოსი.
  • 1968 – 1971 წლებში თბილისის ვ. კომაროვის სახ. ფიზიკა-მათემატიკური სკოლა

გამოქვეყნების თარიღი - 02.09.2012 ჩანაწერის ავტორი -
0

019გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების ნემდვილი წევრი. 21 სამეცნიერო ნაშრომის და 1 მონოგრაფიის ავტორი. საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციების მონაცილე. სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრი

გამოქვეყნების თარიღი - 16.08.2012 ჩანაწერის ავტორი -
0

მათემატიკის პედაგოგი

017

დამრიგებელი: 10ბ კლასი

გამოქვეყნების თარიღი - 15.08.2012 ჩანაწერის ავტორი -
1

გახლავართ მარიამ ბაგრატიონ-დავითაშვილი ქართველი, თბილისელი, ხელოვნებამცოდნე. დავამთავრე უნივერსიტეტი, მაშინ, როდესაც სიტყვა „ჯავახიშვილის“ დამატება საჭირო არ იყო. პედაგოგობა ჩემთვის გენეტიკური უკურნებელი სენია, ეს ის შემთხვევაა, როდესაც მედიცინა და ბუნების ძალებიც კი უძლური აღმოჩნდა, ამიტომ მრავალი წელია ვარ პედაგოგი, თანაც არა მარტო პრაქტიკოსი. საკუთარი გამოცდილებით ვადასტურებ,რომ სკოლის პედაგოგობა ათგზის უფრო რთულია, ვიდრე უმაღლესი სასწავლებისა. მე წილად მხვდა სიამოვნება, გავაცნო ახალგაზრდებს ადამიანის მოღვაწეობის საუკეთესო მხარე,მშვენიერება რაც მას შეუქმნია. ჩემს უმთავრეს მოვალეობად მიმაჩნია გავაგებინო მოსწავლეებს არსი ხელოვნების, მიზეზები თუ რატომ შექმნა ამა თუ იმ ხელოვანმა, ის რაც შექმნა, რომ ხელოვება და ზოგადად კულტურა საზოგადოების და შემოქმედის მოღვაწეობის სხვადასხვა ურთიერთქმედების სხვადასხვა ასპექტის ურთიერთქმედების შედეგებია. მიყვარს ყველაფერი გიჟური ანუ: საქართველო, ფიროსმანი, ავთო ვარაზი, კაკაბაძე, ქართული ფრესკა, ლეონარდო, მატისი, მოცარტი, შოსტაკოვიჩი, ზეპელინი, დიზი, გელეპსი, ზაპა ,ქართული ფოლკლორი და მთა.

გამოქვეყნების თარიღი - 29.01.2012 ჩანაწერის ავტორი -
0

Lala Soseliaდავიბადე ქალაქ თბილისში. დამთავრებული მაქვს ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია. წლების განმავლობაში ვმუშაობდი სხვადასხვა სკოლებში მუსიკის პედაგოგად. 1981 წლიდან 2000 წლამდე ვმუშაობდი პირველი მაისის რაიონის განათლების განყოფილებაში ინსპექტორ-მეთოდისტად.

1997 წელს განათლების განყოფილების მათოდური სამსახურის რესტრუქტურიზაციასთან დაკავშირებით მონაწილეობა მივიღე თანამშრომელთა შესარჩევ კონკურსში. საჭირო ხმების მოგროვების შედეგად ხელშეკრულების საფუძველზე ხუთი წლის ვადით დავინიშნე დიდუბის რ–ის განათლების განყოფილების მეთოდური უზრუნველყოფის ცენტრში, ამღრზდელობითი მუშაობის მეთოდისტ–ორგანიზატორად, სადაც ვიმუშავე  2000 წლამდე სამსახურის ლიკვიდაციამდე.

2000 წლიდან დღემდე ვმუშაობ 150–ე საჯარო სკოლაში. 2010 წელს მონაწილეობა მივიღე ევროსაბჭოს პროგრამაში “უსაფრთხო სკოლა”. მიღებული მაქვს სერთიფიკატი. მიყვარს მუსიკა და ბუნება. ჩემი მიზანია მოზარდებს გამოვუმუშაო ხარისხოვანი მუსიკისადმი და საერთოდ ხელოვნებისადმი ინტერესი და სიყვარული

გამოქვეყნების თარიღი - 23.01.2012 ჩანაწერის ავტორი -